ახალი ამბები
NDI თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის 15 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა.

NDI-ის დამკვირვებლები არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესს ხმების დათვლის ჩათვლით სრულად დააკვირდებიან. არჩევნების დასრულების შემდეგ კი შედეგების შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

„წინასაარჩევენო პერიოდში ჩვენი გრძელვადიანი დეგელაციის წევრები ასევე დავაკვირდებით, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, ასევე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას,” - განაცხადა ლორა ტორნტონმა.

მისიის წევრები სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან და ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

Print