რეგიონი
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მოქალაქეები სამი მსუბუქი ავტომანქანით ცდილობდნენ წიწვოვანი სახეობის ხე-ტყისგან მიღებული 2,85 მ3 ფიცრის გადაზიდვას.

ავტომანქანები დაილუქა, მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

Print