ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უკეთესია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა.

„მისთვის თავის ტვინის ოპერაცია არ გაუკეთებიათ. დინამიკაში უკეთესადაა, თუმცა, ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება“, - აღნიშნა გიორგი ნიორაძემ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან სამ წლამდე ბავშვი გუშინ დილით გადმოვარდა. ის მოგვიანებით ქუთაისში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები აღენიშნება. ასევე, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და მარჯვენა წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ჰოსპიტალში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print