რეგიონი
ხობში ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ადგილობრივებმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. ყურბან - ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა.

ლოცვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შავღელეს მცხოვრებლებლებს დღესასწაული ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ მიულოცეს.



ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან-ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება. ამ დღესასწაულზე მუსლიმები დაკლული შინაური ცხოველის ხორცს ღატაკებს ურიგებენ.

Print