ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა
ზუგდიდის ცენტრში, რუსთაველისა და გულუას ქუჩების კუთხეში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოსაწყობად ინდ.მეწარმე რევაზ არჩაიას მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი ნაგებობა გადაეცემა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. აღნიშნულს მხარი ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა ანი წითლიძემ არ დაუჭირა.

„გასაგებია, რომ ადრე იყო საპირფარეშო ამ ადგილას, მაგრამ აღარ ფუნქციონირებს. ეს არის ქალაქის ცენტრი, სტრატეგიული ადგილი და აქ საპირფარეშოს მოწყობა ქალაქის იერსახისთვის არ იქნება კარგი“, - აღნიშნა სხდომაზე წითლიძემ.

საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილის თაზო ფაცაციას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალხის დიდი რაოდენობის მოძრაობის გამო საპირფარეშო მოწყობა საჭიროა.

საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოსაწყობად ტერიტორია რევაზ არჩაიას პირდაპირი განკარგვის წესით, 5 წლიანი იჯარის ვადით გადაეცემა. 56 კვ.მ მიწის ნაკვეთის საიჯარო წლიური საფასური კი 4 800 ლარით განისაზღვრება.


ამავე თემაზე:

საზოგადოებრივი საპირფარეშოები ზუგდიდში (ვიდეო)
Print