ახალი ამბები
ზედა ეწერში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მუქარაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
ზედა ეწერში არსებული მიწის ფართობის მფლობელები „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნატაშა აფხაზავას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. მესაკუთრეების, მამა-შვილ ანურ და გიორგი ზაქარაიას თქმით, ნაკვეთში აფხაზავა თანმხლებ პირთად ერთად მივიდა და მათ მოსახლეობისთვის სავალი გზის გახსნა მოსთხოვა. მას შემდეგ კი, რაც მფლობელებმა განუცხადეს, რომ ისინი მიწას კანონიერად ფლობენ, აქციებითა და საბოლოოდ საკუთრების წართმევით დაემუქრა.

„მოვიდნენ გუშინ. აფხაზავამ თავი წარმოგვიდგინა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა და მოვთხოვა, რომ დაგვეთმო მოსახლეობისთვის გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებითა და გზების გადაკეტვით დაგვემუქრა. გვითხრა, რომ საერთოდ ზედა ეწერში არ შემოგვიშვებდნენ და მიწას წაგვართმევდნენ. მე ვუპასუხე, რომ არსებობს სასამართლო და შეუძლიათ მიმართონ მას“, - აღნიშნა ანურ ზაქარაიამ.



მესაკუთრეები ამბობენ, რომ მოსახლეობას მსგავსი პრეტენზია არ აქვს და აღნიშნულ ინციდენტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ აფხაზავას მოთხოვნა წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.

„არჩევნები მოახლოვდა და უნდათ, ალბათ, ქულების დაწერა. თუმცა, ეს არის კერძო საკუთრება, მსგავსი ფაქტებით ხელი ეშლება სამუშაო პროცესს, რომელშიც 20-მდე ადამიანია დასაქმებული. ამიტომაც ჩვენ დღეს პოლიციაში შევიტანეთ განცხადება ნაკვეთში შემოჭრისა და მუქარის ფაქტზე“, - თქვა გიორგი ზაქარაიამ.



მესაკუთრეების ინტერესების კანონიერებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ინციდენტზე საუბრობს გამგებელი ირაკლი თორდია. მისი თქმით, არავითარი საბაბი იმისა, რომ მიწა სავალი გზით შუაზე გაიყოს, არ არსებობს. ჟურნალისტებთან თორდიამ აღნიშნა, რამდენიმე ხნის წინ ადგილობრივებისგან მსგავსი პრეტენზია ნამდვილად იყო, თუმცა მათთან მისასვლელი ორი გზა თავისუფალია.

„ნაციონალები“ შემოიჭრნენ კერძო ტერიტორიაზე და იმუქრებოდნენ, რომ არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. გარდა ამისა, დაუბარეს, რომ მოსახლეობასთან ერთად მოვიდოდნენ. მე, როგორც გამგებელმა, ადგილობრივებს ვკითხე ამის შესახებ, თუმცა მათ უარი განუცხადეს, რადგან ზაქარაიებს კანონიერად აქვთ ეს ტერიტორია დამოწმებული და აქვთ კერძო ბიზნესი და იმის ალბათობა, რომ რამე უკანონო იყოს, არ არსებობს“, - განმარტა თორდიამ.



თავის მხრივ, ნატაშა აფხაზავამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, აღნიშნა, რომ სავალი გზის გახსნასთან დაკავშირებით პრეტენზიები მოსახლეობას აქვს. რაც შეეხება მუქარას მიწის წართმევასთან დაკავშირებით, ის მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარჰყოფს.

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, პარტია მუქარის ფაქტზე პოლიციაში ჩივილს გიორგი ზაქარაიას მიმართ გეგმავს.

„აფხაზავა და ჩხეტია წევრები მშვიდობიანი გზით აპირებდნენ მათთან მოლაპარაკებებს, თუმცა მოგვიანებით, გიორგი ზაქარაია ჩვენი პარტიის წევრს, მანუჩარ ჩხეტიას მოუვარდა სახლში და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა“, - აღნიშნა წითლიძემ.

აღნიშნული მიწის ფართობი ზედა ეწერის ცენტრალურ საავტომობილო გზასა და ხერგიანის ქუჩას შორისაა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ პირდაპირ გამავალი გზის არქონა მათთვის, უკვე მეორე, წელია, სერიოზული პრობლემაა. მათივე თქმით, მათ 100 მეტრის ნაცვლად კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა უწევთ.

„აქ არ შემოდის ტრანსპორტიც. ძალიან რთულია, წვალობს მთელი უბნის მოსახლეობა. რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზიები, თუმცა, მიწის მესაკუთრე უარს აცხადებს გზის გახსნაზე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ადგილობრივმა ზინა ფარჯიანმა.
ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს ხერგიანის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები რუსუდან გურჩიანიც.

„ხელისფლების წარმომადგენლებს მივმართეთ და დახმარებას დაგვპირდნენ, თუმცა არაფერი შეცვლილა. გზა გადაგვიკეტეს. განსაკუთრებით, ასაკოვნებს გვიჭირს. ამხელა გზაზე ტვირთის ტარებაც რთულია“, - თქვა გურჩიანმა.



ზედა ეწერში, ზაქარაიების კუთვნილ მიწის ფართობზე თხილის პლანცატიებია. გარდა ამისა, კერძო ბინესმენები ადგილზე სამეურნეო საქმიანობასაც აწარმოებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
17 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა, აქტივისტებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ უცხოელი აგენტების კანონის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.
17 / აპრილი 2024
საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონს" კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.
17 / აპრილი 2024
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.