ახალი ამბები
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი: სოფლის მეურნეობის ყველა რეფორმა წარუმატებელი იყო (ვიდეო)
საქართველოს მთავრობა არაეფექტურ სამეურნეო პროგრამებს ახორციელებს, რის შედეგადაც სათესი ფართობების რიცხვი და საქონლის სულადობა მცირდება. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქსტატის მონაცემებით,2013 წლიდან 2017 წლამდე ყველა ტიპის ნათესი ფართობების რიცხვი 30 %-ით არის შემცირებული, რაც ქებურიას განმარტებით, აღნიშნულ სექტორში გატარებული რეფორმების არაეფექტურობასა და წამგებიანობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, მშპ 1, 5 %ო-ით არის შემცირებული.

„ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს მავნებლური ეკომონიკური პოლიტიკა და გამოსავალს სთავაზობს. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს გადასახადების დაწევის გზით რეალური ეკონომიკის გაზრდას, მოსახლეობისთვის ფულადი დახმრების გაწევას, ასევე ნავთობრუდქტებზე აქციზის განახევრებას, რაც ხვნის ხარჯებს შეუმცირებს გლეხს. ზუგდიდს რაც შეეხება, განადგურებული თხილისა და სიმინდის მოსავლის გამო, ხალხს ზამთრისა და შიმშილის შიში აქვს“, - განაცხადა ქებურიამ.

ლელა ქებურიას თქმით, არაეფექტურ პროგრამებზე საბიუჯეტო თანხები იფლანგება და მოსახლეობისთვის კეთილდღეობა არ მოაქვს.

Print