რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის აპარატს ახალი ხელმძღვანელი ყავს
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელად დავიდ სანგულია დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი. აფხაზური მედიის ცნობით, მანამდე ამ თანამდებობას დიანა ფილია იკავებდა, რომელიც  2017 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. დავიდ სანგულია "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" 2013 წლიდან მუშაობდა.



Print