რეგიონი
თეონა მოსიას მეგრული ჯაზის საღამო MEGO bar -ში (ვიდეო)
ზუგდიდელმა ჯაზ-მომღერალმა თეონა მოსიამ, რომელიც წლებია  ვენაში მოღვაწეობს, სოციალურ კაფეში MEGO bar კონცერტი გამართა.
მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან მსმენელს, ძირითადად, მეგრული სიმღერები წარუდგინა, მათ შორის, "ერეხელის" ჯაზ ვერსია და "ჩე ჯა". ეს უკანასკნელი კი მომღერალმა მაყურებლის თხოვნით ორჯერ შეასრულა.

"მეგრულ ჯაზს განსაკუთრებული ემოციით ვასრულებ და ამას თვითონაც ვგრძნობ, ხანდახან ცრემლები მადგება თვალზე", - თქვა ჯაზ შემსრულებელმა.

მანამდე, თეონა მოსიამ კონცერტი პირველ სამუსიკო სკოლაში გამართა.

კახათელი მომღერალი ავსტრიაში 12 წელია მოღვაწეობს. თეონა მოსიას შემოქმედების დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა. ამ კომპოზიციების უმეტესობა კი მეგრულ სიმღერებზეა აგებული.

Print