რეგიონი
ფსოუ - ენგურის ტრასის 87- ე კილომეტრზე მოძრაობა აღდგა
აფხაზური მედიის ცნობით, სარემონტო სამუშაოები, რომლებიც ფსოუ - ენგურის ტრასის 87- ე კილომეტრზე მიმდინარეობდა, დასრულებულია. მათ ერთი თვის განმავლობაში კომპანიები „აფსნირგილარა“ და „აფხაზბერეგოზაშიტა“ აწარმოებდნენ. კერძოდ, ჩატარდა აქტიური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, დაიგო ასფალტი. ამ დროისათვის მოძრაობა მთლიანად აღდგენილია.

გზის შეკეთებული მონაკვეთის სიგრძე 80 მეტრს შეადგენს. აღნიშნულ სამუშაოებზე, რომლებიც საინვესტიციო ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, 13 მილიონი რუბლი დაიხარჯა. 
Print