ახალი ამბები
შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი
საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი წვიმის და ელჭექის სახით. გარდა ამისა, ცალკეულ ადგილებში სეტყვა იქნება და ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ასევე, სინოპტიკოსები მეწყრულ-ღვარცოფულ პროცესებსაც ვარაუდობენ.



Print