ახალი ამბები
ჯვარში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ე.წ. ხოკოს უბანში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ადგილზე გაჩერებული ცემენტმზიდის შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ავტომანქანის მისაბმელში, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რის შემდეგაც ავტომანქანა დაილუქა.

Print