სვანეთში, კურორტ თეთნულდზე პირველი თოვლი მოვიდა. მესტიის გამგებლის
მოადგილის ნელი ნავერიანის ინფორმაციით, თოვლი მთაში ზღვის დონიდან
3000 მეტრზე სამთო
სათხილამურო ტრასაზე მოვიდა და მთის კალთებზე თოვლის საფარი საკმაოდ
კარგად ჩანს.
„ბარიდან ჩანს მთის კალთები დაფარულია თოვლით. შარშან ოქტომბრის
დასაწყისში მოვიდა“, - თქვა ნავერიანმა.
პირველი თოვლის ფოტოებს Facebook მომხმარებლები ავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები