რეგიონი
მწვანე ბარათების გათამაშების შესახებ ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკის შენობაში არსებულ ამერიკულ კუთხეში 25 სექტემბერს 16:00 საათზე მწვანე ბარათების (GREEN CARD) შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. გათამაშების პირობებით დაინტერესებულ მოქალაქეებს საქართველოში აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლები შეხვდებიან.

მწვანე ბარათი აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი.

Print