რეგიონი
ახალკახათის მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათის მოსახლეობის ნაწილი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და კომპენსაციის მიღებას ითხოვს. მოსახლეობის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციებს გამართავენ.

"ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა. როგორც თხილის ასევე სიმინდის მოსავალი არის განადგურებული, რაც ჩვენი ერთადერთი საარსებო წყარო იყო. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები ფართომასშტაბიან აქციებს დავიწყებთ და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ",- აცხადებს სოფლის მკვიდრი მირიან კაკულია.

ახალკახათელებს შეხვდა"შენების მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებზე მაია ღურწკაია. მან მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

წყარო: პირველი არხი
Print