რეგიონი
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოსახლეობა დეპუტატს დაუპირისპირდა
აქციის მონაწილეები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, საკრებულოს წევრს თამაზ ფაცაციას დაუპირისპირდნენ. 

ისინი მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას და საუბარს ითხოვენ. მათთან დეპუტატი თამაზ ფაცაცია მივიდა და უთხრა, რომ კომისია შექმნილია, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას არ მუსმინეს. გუბერნიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ქალაქის პირველი პირები ადგილზე არ იმყოფებიან.

აქცია ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას დილიდან მართავს. ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. მოსახელობა ამბობს, რომ მავნებელმა მათი ერთადერთი შემოსავალის წყარო გაანადგურა.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა.

Print