ახალი ამბები
ედიშერ თოლორაია: თხილის კულტურის მოსპობაზეა საუბარი და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამეგრელოში თხილის პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ხელისუფლება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის დაგვიანებულ რეაქციისა და ფერმერების დადანაშაულებისთვის გააკრიტიკა.

"დავაგვიანეთ თუ არ დავაგვიანეთ, ფაქტი სახეზეა - თხილის კულტურის მოსპობაზეა საუბარი. შემდეგ გადავიდა სიმინდზე და სხვა კულტურებზე და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ...მე მაინტერესებს და ამას არ ვამბობ შურით ან ეგოზიმით, თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიაზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში. ბროშურების დარიგება და სემინარები არაფერს ცვლის",- განაცხადა თოლორაიამ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას დეპუტატები სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან ისმენენ.

Print