რეგიონი
"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში თხილის მოსავლის ზარალის აღწერას იწყებს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის აღწერას იწყებენ. ისინი თითოეულ მოსახლესთან მისვლას და მათთან ერთად სპეციალურ ბლანკებში თხილის ნერგებისა და მოსავლის სავარაუდო რაოდენობას ასახავას გეგმავენ. ამის შესახებ ენმ-ს ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, ზარალის დათვლას დღეიდან დაიწყებენ და სააბოლოო მონაცემებს ცენტრალურ მთავრობას გადაუგზავნიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა რა პასუხი გაეცა მოსახელობისთვის თხილის პრობლემასთან დაკავშირებით. მივესალმებით გუშინ უმრავლესობის დეპუტატების ედიშერ თოლორაიას მიერ კომიტეტის სხდომაზე გააკეთებულ განცახდებას, თუმცა ეს იყო დაგვიანებული და ნაძალადევი, რადგან მათ ამის თქმა მოსახლეობის აქტიურობამ აიძულა. ვთვლით, რომ ამ განცხადებებს უნდა მოყვეს ქმედითი ნაბიჯები. ამისთვის მათვრობას ერთ კვირას ვაძლევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსებული კარვების აქციები დაიწყება. მოსახლეობას ზარალი არჩევნებამდე უნდა აუნაზღაურდეს“, -განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, ზარალის დათვლის პარალელურად ყველა სოფელში და ქალაქის ხუთივე უბანში შეიქმნება საგანგებო შტაბი, რომლებსაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უხელმძღვანელებენ.

Print