რეგიონი
ქალების საარჩევნო უფლებები და პოლიტიკა - წარმოდგენა „ესენი ჩემი პეპლებია“ ბათუმში
18 სექტემბერს ბათუმის ბულვარის კოლონადებში წარმოდგენა „ესენი ჩემი პეპლებია“ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენის მიზანი ქალების საარჩევნო უფლებები და პოლიტიკაში მათ პოტენციალზე სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევის ხელშეწყობაა.

"პეპლები სიმბოლური ნიშანია ქალის უფლებების, სურვილებისა და მისწრაფებების", - აღნიშნულია ანონსში.

წარმოდგენის სცენარის ავტორი და წამყვანი მწერალი დათო ტურაშვილია. აქციაზე ინგლისელი მხატვრის სუ ბლეკელის ნამუშევრის მიხედვით დამზადებული კომპოზიცია იქნება გამოყენებული.

ღონისძიება ასოციაცია ,,დეას“ მიერ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით პროექტის ,,შენი ხმა წყვეტს“ ფარგლებში იმართება. მისი მხარდამჭერებია ქალაქ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში _ აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები _ ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ,,სთეფ ფორვარდი“ და ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, მედია მხარდაჭერა: აჭარის ტელევიზია, რადიო ,,ათინათი.“ ფოტოგრაფი გუჯა ხუბუტია.

წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალია.

Print