რეგიონი
ზუგდიდის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის
შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი 149-ე სეზონს პრემიერით გახსნის. 15 და 16 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ტოიბელე და მისი დემონი“. პიესის ავტორი ისააკ ბაშევის ზინგერია, რეჟისორი - გოგა თავაძე. სპექტაკლში ზუგდიდის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. ბილეთის ღირებულება 5 ლარია. სპექტაკლები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში ჩატარდება.

Print