რეგიონი
ზუგდიდში ბეკოს მაღაზია გაიხსნა (ვიდეო) ®
ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ჩიხში,  ნომერ 12-ში, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ბეკოს" ფილიალი გაიხსნა. კომპანიის დირექტორის მეჰმედ მელექის ინფორმაციით, ფილიალი ზუგდიდელების მოთხოვნის შემდეგ გახსნეს.



„ეს არის ბეკოს საიუბილეო, მეოცე წელი. გვაქვს აქციები და ბევრი სხვადასხვა ღონისძიება და ზუგდიდელების მხრიდანაც იყო მოთხოვნა“, - აღნიშნა მელექმა.



გარდა ამისა, ბეკო საიუბილეო გათამაშების ფარგლებში, მომხმარებელს, მთელი წლის განმავლობაში, შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა პრიზიდან ერთ-ერთის მფლობელი გახდეს და 2017 წლის „ტოიოტა კოროლა“ მოიგოს.



ზუგდიდში გახსნილი ფილიალი საქართველოში რიგით 61-ე მაღაზიაა. აქ ყველა სახის საყოფაცხოვრებო და საოჯახო, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილურებია განთავსებული.

"ბეკო" საქართველოს ბაზარზე უკვე ოცი წელია, არსებობს.

Print