რეგიონი
"ფერების ფესტივალი" ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე ფერების ფესტივალი ელექტრონული მუსიკის ფონზე გაიმართა. მას 200-მდე ზუგდიდელი ახალგაზრდა დაესწრო. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ლევან გოგიბერიძის თქმით, ფესტივალი ზუგდიდში პირველად ჩატარდა და ის მიზნად ახალგაზრდების გართობას ისახავდა.



„უკვე რამოდენიმე წელია ვცდილობთ ჩამოსვლას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დღემდე ვერ მოვახერხეთ. ეს ფესტივალი ვიზუალურად ძალიან ლამაზი სანახავია, ძალიან ბევრ დადებით ემოციას იწვევს, შესაბამისად მას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში დიდი აუდიტორია ჰყავს. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და ვცდილობთ, რომ მათ გართობის საშუალება მივცეთ“, - თქვა ლევან გოგიბერიძემ.


ორგანიზატორები აღნიშნული ფესტივალის ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ. ღონისძიება ზუგდიდში მერიის მხარდაჭერით გაიმართა.


Print