ახალი ამბები
მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციასთან გაფუჭებული მოსავალი მიიტანა (ვიდეო)
ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობა გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრასა და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.




მათივე თქმით, ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი შიმშილობითა და მასშტაბური აქციებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ მომავალ ორშაბათს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებს ბარიკადები აქვთ აღმართული. აქვე იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

Print