ახალი ამბები
ზუგდიდში აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის ნაწილი, რომელიც აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, გუბერნიასთან რჩება და დაშლას არ აპირებს.  აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საავტმობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. მანამდე ისინი გუბერნატორის მოადგილესა და გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიას შეხვდნენ. წოწერიას თქმით, მათ შეხვედრის მონაწილეებს აზიური ფაროსანა წინააღმდეგ მიმდინარე და განსახორციელებულ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ფულადი კომპენსაციები არ გაიცემა, თუმცა, საუბარია სახელმწიფო პროგრამებზე, რაც მოსახლეობას ცოტათი შეუმსუბუქებს მდგომარეობას“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას წოწერიამ.

ზუგდიდის სოფლების მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბური აქციებით და პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.

ამავე თემაზე:

აქციის მონაწილეები ზუგდიდში ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობენ

"ზუგდიდის სოფლებში არჩევნებს არ ჩავატარებინეთ" - გუბერნიაში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

აქციის მონაწილეებს დავით კოდუა და მამუკა წოწერია ხვდებიან 

მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციასთან გაფუჭებული მოსავალი მიიტანა (ვიდეო)
Print