რეგიონი
ზუგდიდში აქცია დროებით დაიშალა
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დროებით დაიშალა. განმუხურის მკვიდრის გელა შედანიას თქმით, მოსახლეობა მათი მოთხოვნების შესარულებლად მთავრობას კიდევ ორ დღეს აძლევს.

„ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი მოთხოვნები გავცანით. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას, კომპენსაციებს, ფაროსანას წინაამდეგ დროული ღონიძიებების გატარებას და საბანკო ვალდებულებების გადავადებას. შეგვპირდნენ, რომ ამ მოთხოვნებს ცენტრალურ ხელისუფლებას გააცნობენ, ამისთვის კი გვითხრეს რომ ორი-სამი დღე დასჭირდებოდათ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი დღე კიდევ დაველოდოთ“, - თქვა გელა შედანიამ.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირ ორ-სამ დღეზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ამბობენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიაწვდიან. ამასთან, კომპენსაციების გაცემას გამორიცხავენ.



Print