რეგიონი
ენმ: "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს (ვიდეო)
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლმა დავით კოდუამ სოფლის რწმუნებულებს თემში მცხოვრები საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების შეგროვება დაავალა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და დაშინების მეთოდს იმ ადამიანებზე, ვინც დასაქმებული არიან საჯარო სამსახურებში ან კერძო სექტორში. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, რომელიც ანონიმურად მოვიპოვეთ, კარგად ჩანს სოფელ ყულიშკარის #68 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ მონაცემებს სოფლის რწმუნებული თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით ოფიციალურად უგზავნის შტაბის უფროს დავით კოდუას. ამ ჩამონათვალში აღნიშნულია ყველა ის საჯარო მოხელე, პედაგოგი და პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ცხოვრობს სოფელ ყულიშკარში“, - თქვა წითლიძემ.

ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბი სიაში მითითებულ ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე დაშინებითა და ზეწოლით საარჩევნოდ ხმების მოპოვებას ეცდება. მისივე თქმით, აღნიშნული სია ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამად წინასაარჩევნო პროცესებში არიან ჩართულები სწორედ ამ მიზნით სჭირდებათ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლი დავით კოდუა აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და მას სიცრუეს უწოდებს. კოდუა ბრალდების დამტკიცებას ითხოვს და იმ შემთხვევაში, თუ ამას ოპოზიციური პარტია დაამტკიცებს, მზადაა პასუხი აგოს.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არი სიცრუე, რაში მჭირდება გამგეობის მიერ დარტყმული ბეჭედი დოკუმენტზე. ეს არის გუშინდელი ჩვენი დაპირისპირების შედეგი, მოიგონა რაღაც სიცრუე, რადგან ვამხილე „მაიმუნობებში“, - ამბობს ის.

18 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობამ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აღნიშნულ აქციაზე ანა წითლიძე და დავით კოდუა შეკამათდნენ, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.