რეგიონი
ყულიშკარის გამგებელი: სიები ჩემს დანიშვნამდეა შედგენილი, რადგან იქ ყოფილი საჯარო მოხელეებიც წერია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გავრცელებულ სიაში ასახული რამდენიმე ადამიანი საჯარო სამსახურში 10 თვეზე მეტია არ მუშაობს. გამგებლის წარმომადგენელის სოფელ ყულიშკარში ლადო შველიძის მტკიცებით, სია ძველია და ის მის დანიშვნამდეა შედგენილი.

„ მაგილითად, მარინა მალანია, რომელიც საბავშვო ბაღის გამგე იყო, ჩემს დანიშვნამდე გაათავისუფლეს, შესაბამისად სიები ჩემამდეა შედგენილი. კიდევ ერთი საჯარო მოხელე - თამარ ძიგუა, ისიც არ მუშაობს ამჟამად. გუშინ ეს ვერ გითხარით, ძალიან განვიცადე ამ სიების ამბავი, კარგად ვერ გავაანალიზე, თუ რასთან მქონდა საქმე. „ნაციონალების“ მხრიდან ეს ცილისწამებაა და სხვა არაფერი“ , - თქვა ლადო შველიძემ.


რადიო „ათინათს“ ააიპ სკოლამდელი დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ციცანა თოლორაიამ უთხრა, რომ მარინა მალანია ყულიშკლარის საბავშვი ბაღის გამგის პოზიციიდან 2017 წლის პირველი იანვარს გათავისუფლეს.

რაც შეეხება ლადო შევლიძეს, იგი გამგებლის წარმომადგენლად სოფელ ყულიშკარში 2017 წლის 4 იანვარს დაინიშნა. მანამდე, ამ თანამდებობას მიხეილ ქვარაია იკავებდა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და სოფლის გამგებლის თანამდებობაზე ყოფილი მმართველი პარტიის დროს დაინიშნა.

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ამბობს, რომ მათ მიერ გავრცელებული სიები ახალი შედგენილია.


„ტყუილს ამბობენ, რომ სიები არის ძველი, თუნდაც ანტიკური ხანის იყოს სოფლის რწმუნებულის ბეჭედი აქვს დასმული და ხომ უნდა გაარკვიოს შესაბამისმა უწყებამ. გუშინაც ვთქვი და დღესაც ვამბობ, რომ შეიძლება ამჟამად რამდენიმე მათგანი მართლაც არ მუშაობს, მაგრამ შესაძლებელია საჯარო სამსახურში დასაქმებული იყოს მათი ოჯახის წევრები და  მათი მეშვეობით მოახდინონ ზემოქმედება“, - ამბობს ის.

ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლმა რწმუნებულებს თემში მცხოვრები საჯარო მოხელეების, მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური მონაცემების შეგროვება დაავალა.აღნიშნულთან დაკავშირებით მან გუშინ გამართულ ბრიფიმგზე განაცხადა.



Print