ახალი ამბები
გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გუბერნატორის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსიას სამომავლო გეგმებს უკავშირდება.

„მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე 18 სექტემბერს დატოვა. ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიული სიით სენაკის საკრებულოში იყრის კენჭს“, - განმარტა გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ.

კახაბერ რუსია გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას ორი წლის განმავლობაში იკავებდა.

Print