რეგიონი
სოფელ დარჩელში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
24 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საავადმყოფოში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება. სამედიცინო აქცია კორპორაცია „პრაიმედის“ ინიციატივით იმართება.

პაციენტებს თბილისიდან მოწვეული, მაღალკვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან. ქირურგ-ოფთალმოლოგი მიხეილ კურტანიძე, ოფთალმოლოგები, ალექსანდრე ჩხარტიშვილი და მირიან პარუნაშვილი ადგილობრივებს მთელი დღის განმავლობაში მიიღებენ. გამოკვლევები შემდეგი დაავადებების გამოვლენის მიზნით ჩატარდება: კატარაქტა, გაუკომა, დიაბეტური რეტინოპათიები, მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, სათვალის შერჩევა და სხვ.

ადგილზე ასევე იწარმოებს  აპარატურული კვლევები;

ნაპრალოვანი სანათით თვალის ფსკერის გამოკვლევა;

აუტოკერატორეფრაქტომეტრია;

თვალის წნევის განსაზღვრა.

სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“ დღეიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლებში შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას უფასო სამედიცინო კვლევებთან დაკავშირებით.

Print