ახალი ამბები
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ მშვიდობის დღე აღნიშნა (ვიდეო)
დადიანების სასახლის ეზოში, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია -პერფორმანსი გამართეს. ამ ღონისძიებით მათ მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„სიმბოლურია, რადგან ზუგდიდი საზღვართან ახლოსაა. გვინდა, მოვუწოდოთ აფხაზ ძმებს, იქ მცხოვრებ ქართველებს, რომ შემოგვიერთდნენ, მსოფლიოს მშვიდობის დღე მივულოცოთ და მშვიდობიანად ვიყოთ. აფხაზეთი საქართველოა“, - აღნიშნა ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა მურთაზ ლაგვილავამ.


ახალგაზრდებმა სიმბოლურად სანთლები დაანთეს და ფრანები გაუშვეს.

Print