ახალი ამბები
რაიონულ საავადმყოფოში იატაკი ისევ ჩაინგრა - დევნილები შიმშილობით იმუქრებიან (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში მეორე და მესამე სართულებს შორის  იატაკი ისევ ჩაინგრა. შენობაში მცხოვრები დევნილების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მათივე თქმით, ამ დრომდე ხელისუფლებისა და დევნილთა სამმართველოს ორგანოებიდან არავინ შეხმიანებია. ისინი ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და შიმშილობით იმუქრებიან.



„მანუჩარ ჩილაჩავა ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ამბობს, რომ ძალით ვაკეთებთ ამას, რაც სისულელეა. რომელი ჩვენგანი ჩააგდებს ბავშვებს საფრთხეში? ყურადღებას არ მოგვაქცევენ, დღესვე დავიწყებთ შიმშილობას“, - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დევნილმა დალი ჩანგელიამ.



აღნიშნულ შენობაში იატაკი ორი დღის წინაც ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამავე თემაზე:


სამმართველოს უფროსი: საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული დევნილები სასწრაფო განსახლებას არ ექვემდებარებიან

ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებაში იატაკი ჩაინგრა (ვიდეო)
Print