რეგიონი
ანაკლიაში ქართულ-აფხაზურ-კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართება
ანაკლიაში, 23-24 სექტემბერს სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის გამგეობის ხელშეწყობით, ქართულ-აფხაზურ- კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართება:

23 სექტემბერი

10:00 - ჩერქეზი ხალხის გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობა (ანაკლია)

11:00 - ფესტივალის გახსნა (სასტუმრო Palm Beach-ის საკონფერენციო დარბაზი)

24 სექტემბერი

10:00 - საერთაშორისო სამეცნიერო სესია (სასტუმრო Palm Beach-ის საკონფერენციო დარბაზი)

საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო დადგენილება, რომლითაც "გენოციდის აქტად“ აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის "მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“. გადაწყვეტილებით, რომელიც 95 ხმით ერთხმად იქნა მიღებული, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა.



Print