რეგიონი
ზუგდიდში სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა გაიხსნება
25 სექტემბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში  სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა „საქართველოს ევროინტეგრაცია“ გაიხსნება. სკოლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი გახსნიან. სკოლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირის მოქმედ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რასაც ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს.

აღნიშნული სკოლა 27 სექტემბერს დაიხურება. საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით იმართება. მსგავსი სკოლების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.



Print