რეგიონი
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე 130 დოლარით დაჯარიმდა
ლვოვის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე 130 დოლარით დააჯარიმა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე იური ბილოუსმა გამოაცხადა. მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა.

ოდესის ყოფილ გუბერნატორს 3400 გრივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც 130 აშშ დოლარს უდრის.

Print