რეგიონი
კიკბოქსინგის რიგით მე-7 ღონისძიება ზუგდიდელების უპირატესობით დასრულდა
ზუგდიდში, ცენტრალურ სპორტკომპლექსში კიკბოქსინგის ტურნირის "კოლხეთი" რიგით მე-7 ღონისძიება გაიმართა. ბრძოლები K-1-ის წესებით, ექვს წონით კატეგორიაში ჩატარდა. მასში მონაწილეობას ქართველებთან ერთად რუსი, უკრაინელი, ერაყელი და სომეხი სპორტსმენები იღებდნენ. ბრძოლები ზუგდიდელი სპორტსმენების უპირატესობით წარიმართა. რვა ადგილობრივი მებრძოლიდან შვიდმა გამარჯვება მოიპოვა. აქედან, ხუთმა გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა.

მარიამ ტატუნაშვილმა ფლორა ჰოკობიანთან გაიმარჯვა, ჰაიკ ვარდანიანს სპარტაკ შენგელიამ სძლია, ილია შამათავამ ალექსანდრე თურმანოვს ნოკაუტით მოუგო. ასევე, გამარჯვებები მოიპოვეეს: ჯანო ფარცვანიამ, რომეო გაბლაიამ, ლადო გაბისონიამ, ოთარ გოგობერიშვილმა, გიორგი ხუფენიამ და იაგო გედენიძემ.

აღნიშნული ტურნირი ზუგდიდში ბაჩუკი ფარცვანიამ და მსოფლიო ჩემპიონმა კიკბოქსინგში დავით ქირიამ დააფუძნეს.


Print