რეგიონი
ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სამეგრელოს რეგიონში პრეპარატების დარიგება დაიწყო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობისთვის პრეპარატების და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაცემა მიმდინარეობს. თითოეულ ოჯახზე ერთი ლიტრი პრეპარატი და ერთი ფერომონია გათვალისწინებული. პრეპარატების გადაცემის პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია დაესწრო.



სახელმწიფო უწყებების მტკიცებით, ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა.



“მოსახლეობასთან ერთად ჩვენ შევძლებთ აზიურ იფაროსანას დამარცხებას, მით უმეტეს ახლა არის ის პერიოდი, როცა უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და საფუძველი ჩაეყაროს მავნებლის პოპულაციის შემცირებას მომავალი წლისთვის“, -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სამეგრელოს რეგიონს 95 911 ათასი ლიტრი პრეპრატები და ამავე რაოდენობის ფერომონი გადასცა. რეგიონში პრეპარატების დარიგება უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს.
Print