რეგიონი
გუბერნია ფაროსანას წინააღმდეგ წამლობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, 27 სექტემბერს 07:00 საათიდან 12:00 საათამდე და 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, აზიურის ფაროსანას შეწამლვა თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს:

გამოიჩინონ ყურადღება და არსებობის შემთხვევაში წყლის ჭები დროებით გადახურონ.

წამლობის პროცესში 15-20 წუთის განმავლობაში მოერიდონ თერმულ ნისლს და დახურონ შენობების კარ-ფანჯრები.

ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

შეწამლვითი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 30 სექტემბერს დასრულდება.


Print