რეგიონი
ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
ზუგდიდში ორი დღის განმავლობაში წვიმა და ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საღამოს წვიმა გაძლიერდება. ასევე იწვიმებს ხვალ, მთელი დღის განმავლობაში.

რადიო „ათინათს“ სააგენტოში განუცხადეს, რომ ჰაერის ტემპერატურა 19-21 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოში 29 სექტემბრიდან გამოიდარებს და ჰაერი 20-დან 25 გრადუსამდე გათბება.

Print