ახალი ამბები
პოლიტიკურმა პარტიებმა ენგურის ხიდზე სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს (ვიდეო)
ოპოზიციური პოლიიტური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დღეს ენგურის ხიდზე, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის თენგიზ გუნავას თქმით, ნებისმიერი ქართველის მოვალეობაა, რომ ახლო მომავალში სოხუმში დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთოს.

„უმძიმესი პერიოდი გაიარა იმ მოსახლეობამ, რომალიც ცხოვრობდა აფხაზეთში. ძალიან ბევრი ვაჟკაცი დავკარგეთ, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“, - აღნიშნა მან.

სოხუმის დაცემის დღეს ენგურის ხიდზე გაიხსენა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამაც, რომელიც ადგილზე მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატთან თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა.

Print