ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაჭრეს
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული.

აღნიშნული ფაქტი რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე სახლში იმყოფება.
Print