ახალი ამბები
საკრებულოს აპარატის უფროსი საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საკრებულოში დაუდასტურეს. პრესსამსახურის ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, სასურველია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდეს.

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა წუხელ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული.გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაჭრეს
Print