ახალი ამბები
ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა გასაუბრება მიმდინარეობს
ზუგდიდის გამგეობაში ამ წუთებში საჯარო მოხელეთა გასაუბრება მიმდინარეობს. კომისიის შემადგენლობაში 5 წევრია, მათ შორის, 4 საჯარო მოხელე და ერთი პროფკავშირების წარმომადგენელი. კომისიას რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ხელმძღვანელობს.

გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასაუბრება გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს ეხება და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებას გამგებელმა ლაშა გოგიამ 7 სექტემბერს მოაწერა ხელი. ლიკვიდაცია შეეხო მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ყველა პროფესიულ საჯარო მოხელეს .

Print