ახალი ამბები
ზუგდიდში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე „გამჭვირვალობა“ არ დაუშვეს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არ დაუშვეს. არასამათვრობო ორგანიზაციამ შესაბამისი მოთხოვნით წერილი სპეციალურ კომისიას გაუგზავნა, თუმცა კომისიამ მათ დასწრებაზე უარი უთხრა.

კომისიით თავმჯდომარე ნუგზარ გაბელია აღნიშნულ გადაწყვეტილებას 417-ე დადგენილებით ხსნის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უარი ეთქვა დასწრებაზე, რადგან 417-ე დადგენილების თანახმად განსაზღვრულია პირთა წრე, რომელიც გასაუბრებას უნდა ესწრებოდეს. დადგენილებაში წერია, რომ პროცესზე პროფესიული საჯარო მოხელის უშუალო უფროსი უნდა იყოს წარმოდგენილი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გაბელიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა გასაუბრება მიმდინარეობს
Print