ახალი ამბები
„გამჭვირვალობა“ ზუგდიდის გამგეობაში გასაუბრებაზე არდაშვების საფუძველს ვერ ხედავს
„პირველ რიგში სწორედ კომისიის ინტერესი უნდა იყოს, რომ მთელი პროცესი წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ გარკვეული ტიპის მონიტორინგის განხორციელება ძალზედ მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობის 417-ე დადგენილებაში არასამთავრობო ორგანიზაციების გასაუბრებაზე დაშვების შესახებ არანაირი აკრძალვა არ არის დათქმული.

„შესაბამისად კომისიას რა თქმა უნდა შეეძლო მოეცა ჩვენთვის გაუსაუბრების პროცესის დაკვირვების უფლება. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად აკვირდებოდა 3 წლის წინ გამართულ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურს და იმ სამართლებრივ აქტებშიც, რომელიც კონკურსის მიმდინარეობას განსაზღვარვს არ არის რაიმე სახის დათქმა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის დაკვირვების უფლების მინიჭების ან აკრძალვის შესახებ. შესაბამისად თუკი მაშინ შესაძლებელი იყო ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში, გაუგებარია დღეს რატომ არ არის შესაძლებელი“, - აღნიშნა თოდუამ.

გამჭვირვალობისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არიან კომისიის წევრებად ის პროფესიული საჯარო მოხელეები, რომელთა შეფასებაც სხვა მოხელეთა მსგავსად უნდა მოხდეს.

ზუგდიდის გამგეობაში ამ წუთებში საჯარო მოხელეთა გასაუბრება მიმდინარეობს. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასაუბრება გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს ეხება და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე „გამჭვირვალობა“ არ დაუშვეს (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო არდადეგები 3-დან 6 მაისის ჩათვლით იქნება.
23 / აპრილი 2024
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 3 თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა- გადაზიდვის 271 ფაქტი გამოავლინა.
22 / აპრილი 2024
ზუგდიდის  შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე რეჟისორი გიორგი კაშია დაინიშნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.