ახალი ამბები
დომენტი სიჭინავა ზუგდიდის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს აგრძელებს. დღეს სიჭინავა ძველი აბასთუმნის, ურთას, დარჩელისა და ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა და სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი მოინახულა.

ადგილობრივებმა დღევანდელ შეხვედრაზე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალსა და სხვა პრობლემებზე, მათ შორის, წყლის პრობლემაზეც ისაუბრეს. მათი თქმით, აღნიშნული საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია.



გარდა ამისა, მერობის კანდიდატი სოფელ დარჩელში სოციალურად დაუცველი გიორგი ნაყოფიას ოჯახს ესტუმრა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტომ სტატუსი ოჯახში არსებული ქათმების გამო ჩამოართვა და ამ დრომდე დახმარება არ აღუდგენიათ.

®


Print