ახალი ამბები
„ახალგაზრდა იურისტები“ - პროკურატურა „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მიკერძოებულია (ვიდეო)
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" საქმის შესახებ კვლევა წარმოადგინა. ორგანიზაცის მტკიცებით, პროკურატურა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებულია და უწყების მხრიდან ბიზნესის წინაშე ფინანსური დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქმის კვლავ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთში დაბრუნება და იგივე პირების გამოძიებაში მონაწილეობა, ვის მიმართაც მხარეს პრეტეზიები ჰქონდა, საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვასა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს არღვევს.




„მიკერძოებული და გამჭვირვალე არ არის გამოძიება. მნიშვნელოვანი ვარაუდია, რომ პროკურორები და გამომძიებლები არ სწირავენ გარკვეულ პირებს და ობიექტური გადაწყვეტილება არ დგება. ჩვენი მოთხოვნაა პროკურატურამ მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები. „ლაზიკა კაპიტალი“ ცნობილ იქნეს დაზარალებულად. ყალბი სესხები არის გამოწვევა პროკურატურისთვის, რადგან, თუ რომელიმე პირის პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს, მათთან ერთად პასუხი უნდა აგონ ყალბი სესხების მიმღებებმაც. ეს არის ხელისუფლების მხრიდან დარტყმა ბიზნესზე და სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბიზნესი“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან დასაბუთება მოითხოვა, რის პასუხადაც მიიღო, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ორგანიზაციის თქმით, არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომ ფერხდება გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ დ მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები დანაშაულთა შესაძლო დაკავშირებულ პირებს, ორგანიზაციის მტკიცებით, პროკურატურას საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებისა და კომპანიის დაზარალებულად ცნობისთვის საკმარისზე მეტი მტკიცებულება გააჩნია და იმ პირთა სავარაუდო წრეც გამოიკვეთა, ვისი პასუხიმგებაში მიცემის საკითხი იკვეთება.



კვლევის პრეზენტაციას დაესწრო „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი აქციონერი ბესიკ შენგელია. მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტით ბიზნესის ინტერესების უგულებელყოფა ხდება. მისივე თქმით, არსებობს გამოკვეთილი მტკიცებულებები, რომელთაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება.

„რაც შეეხება ზარალს, საუბარია 800 000 ლარის თანხაზე. თუმცა, გარდა ამისა ჩვენ მივიღეთ მორალური ზარალი. ჩვენი პარტნიორები აღშფოთებულები არიან და მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა აფარებდეს ხელს დამნაშავეს პროკურატურა“, - აღნიშნა შენგელიამ.

ახალგაზრდა ადვოკატებმა სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე ბოლო კვლევა 2017 წლის ივნისში გამოაქვეყნა. საქმეზე სახალხო დამცველის აპარატო მონიტორინგის პროცესს აგრძელებს.


Print