ახალი ამბები
ზუგდიდში თაუნ პარკმა ე.წ. ბარიერების დამონტაჟება დაიწყო
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის უკანა შესასვლელთან „თაუნ პარკმა“ სპეციალური ბარიერების დამონტაჟება დაიწყო. მძღოლები ჩაწერაზე უარს აცხადებენ, თუმცა, მათი ინფორმაციით, პარკინგის ტერიტორიაზე ავტომობილის დაყენების ღირებულება ერთი საათის განმავლობაში 2 ლარი იქნება.



აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ „თაუნ პარკის“ საკონტაქტო პირს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ინფორმაციას პასუხისმგებელ პირს გადასცემს.



„თაუნ პარკმა“ ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, პარკირება ქალაქის შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: კედიას, კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს, გ. გულუას, კოსტავას, ი.მეუნარგიას, აღმაშენებლის, ასევე, ქუჯისა და კედიას ჩიხებსა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ფასიან ავტოსადგომებზე ყოველთვიური და ყოველწლიური აბონემენტი დაწესდა
Print