რეგიონი
„ძალა ევროპაშია“ - ზუგდიდში დისკუსია-პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დისკუსია - პრეზენტაცია გამართა. დისკუსიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან“ გიორგი ონიანი,“სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრიდან“ მიხეილ მირზიაშვილი, „საქართველოს რეფორმების ასოციაციადან“ მარიამ წიწიკაშვილი და „ხმა საქართველოდან“ ირაკლი ტაბლიაშვილი მონაწილეობდნენ.



საუბარი საქართველოში მიმდინარე პრორუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის შეფერხების მიზნით განსახორციელებელ საკითხებს შეეხო. გარდა ამისა, იმსჯელეს დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებისა და ღია დისკუსიების აუციელებლობაზე.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებიც დაესწრნენ.

Print