რეგიონი
ზუგდიდის მერია: საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი მზად არის
ქალაქ ზუგდიდის მერიამ საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაასრულა. დაგეგმილია არსებული შენობის რეაბილიტაცია და ასევე, მასზე მეორე სართულის დაშენება. ის ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 865 300 ლარს შეადგენს და სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს.

მერიაში აცხადებენ, რომ საჭადრაკო სკოლაში მცირე ფართის გამო მასშტაბური ტურნირების მოწყობა და სრულფასოვანი მეცადინეობების ჩატარებაც ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, მომავალი წლისთვის სკოლაში სწავლების 150-მდე მსურველი წინასწარ არის დარეგისტრირებული.

Print