ახალი ამბები
GHGA რჩევები: მიმდინარე პერიოდში თხილის წამლობის მნიშვნელობა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერებს ურჩევს მიმდინარე პერიოდში, პრევენციის მიზნით ჩაატარონ წამლობა სხვადასხვა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ, სპილენძის შემცველი პრეპარატებით ("კოსაიდ 2000"; "ჩემპიონი"; "იროკო" და ა.შ) რათა მომავალი სეზონისათვის მნიშვნელოვნად შევამციროთ მოსავლის დაზიანების რისკი.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფერმერები აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესში, რათა ოპტიმალურ ვადებში მოხდეს სამუშაოების ჩატარება... ისინი მოცემული ამოცანისათვის იყენებენ მაღალი ეფექტურობის საწამლ აპარატებს, რომელებიც მათ სარგებლობაში გადაეცათ ასოციაციის მიერ.



მომავალ სეზონზე ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად, მიმდინარე პერიოდში წამლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია გირჩევთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ხელთ არსებული ყველა რესურსი და დავიცვათ აგრო ვადები.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლად მცხოვრებ თითოეულ ოჯახს გადაეცემა ერთ ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი.

დღე-ღამის საშუალო ტემპერატურის შემცირებასთან ერთად აზიური ფაროსანა აქტიურად ახდენს შესვლას ნაგებობებში. ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობისათვის, სახელმწიფოს მიერ მოწოდებული და ასევე ხელთ არსებული ინსექტო-აკარიციდების გამოყენებით, მოვახდინოთ სახლებისა და დამხმარე ნაგებობების გარე პერიმეტრის ქიმიური დამუშავება.

ამასთან, აუცილებელი პირობაა წამლობის სამუშაოების დროს სრულად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები.

®️
Print